ისტორია

                                                         ისტორიის გაკვეთილზე



რაზე ვთქვათ უარი ?

• პრობლემის წარმოჩენაზე

• მიზეზების განმარტებაზე

• შედეგების დაკონკრეტებაზე

• შეფასების მიცემაზე

• რაც მთავარია-მოსწავლეს არ უნდა მოვახვიოთ თავს ჩვენეული შეხედულებები.

• რა არ უნდა გააკეთოს მასწავლებელმა ისტორიის გაკვეთილზე?

• არ უნდა მოყვეს ტექსტი!

• დაეხმაროს მიზეზების აღმოჩენაში, მაგრამ არ უნდა განუმარტოს მიზეზები...

• არამედ : დაეხმაროს მოსწავლეებს აზროვნებაში, ხელი შეუწყოს აზროვნების პროცესს.

• მასწავლებლის მისია არის---მოსწავლე იყოს აქტიური



• გაკვეთილი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ:

• მოსწავლეებმა თვითონ გააკეთონ ყველა ზემოთჩამოთვლილი. ანუ: თვითონ აღმოაჩინონ პრობლემა, დაადგინონ

მიზეზები, შეაფასონ შედეგი

• შედეგის შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რატომ? ამ შედეგმა შესაძლოა განაპირობა

შემდგომი მოვლენები ან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მათზე! უნდა იფიქრონ--რამდენად შეიძლებოდა

ყოფილიყო სხვა შედეგი (მაგ. კონკრეტული მაგალითი გეორგიევსკის ტრაქტატი. რა გავლენა მოახდინა შემდგომ

პროცესებზე ამ ფაქტმა, ამ პოლიტიკამ? შეიძლება ყოფილიყო სხვა შედეგი? მთავარია ასე აზროვნება და არა მარტო

ისტ. ფაქტის ცოდნა!)

• როგორ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეს?

• მაგ. დავეხმაროთ მიზეზის აღმოჩენაში... მე ძალიან მომწონს სოკრატული მეთოდი კითხვების საშუალებით

დახმარება! მაგრამ აქ დიდი ოსტატობააა საჭირო , რასაც უნდა დავეუფლოთ მასწავლებლები... ამიტომ გვიყვარს

სოკრატე ასე!

• მაგ. შეკითხვა: როგორი მოსაზრებები არსებობდა ამ კონფლიქტის შესახებ? არსებობს ისტ. წყაროები და რა

მოსაზრებებია მათში დაფიქსირებული?

• ქმედება: დაყავით ჯგუფებადა , განიხილონ ეს მოსაზრებები და წარმოადგინონ. მაგრამ არა მარტო პრეზენტაციააა

მნიშვნელოვანი , არამედ შეფასება!!!! ეს არ უნდა გამოგვრჩეს გაკვეთილზე.



• წყარო: დავით მალაზონია, საქართველოს ისტორია.( პედაგოგებისათვის) ვიდეო ლექციების კურსი .

2 comments:

  1. ძალიან მაგარია, აღფრთოვანებული ვარ....

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა ...წარმატებები!

    ReplyDelete